ჩვენ არ ვეძებთ ბატონს

ცნობა და აღიარება

მე, საუკუნის მანძილზე ტყვეობაში მყოფი, მოტყუებული და სამშობლოწართმეული, ვცნობ და ვაღიარებ: მსოფლიოში მცხოვრებ იბერთა, კოლხთა, ანუ სრულიად ქართველთა ეროვნულ მოძრაობა „იბერია“-ს (თავმჯდომარე ვლადიმირ ხმელიძე), როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1918-1921 და 1921-1934 წლების ემიგრაციული მთავრობის (თავმჯდომარე ნოე ჟორდანია) სამართალმემკვიდრე მთავრობად.

მოვითხოვ

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1918-1921 და 1921-1934 წლების ემიგრაციული მთავრობის სამართალმემკვიდრე მთავრობის, მსოფლიოში მცხოვრებ იბერთა, კოლხთა, ანუ სრულიად ქართველთა ეროვნული მოძრაობა „იბერია“-ს მიერ, ძალაში მოყვანილ იქნას:

  1. 1920 წლის 7 მაისს, რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ-სოციალისტურ რესპუბლიკასა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის გაფორმებული „განსაკუთრებული ხელშეკრულება“.
  2. 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების მიერ, მიღებული „ეროვნული მუდმივმომქმედი კონსტიტუცია“.
  3. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1918-1921 და 1921-1934 წლების ემიგრაციული მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას მიერ კაპიტულაციაზე ხელმოუწერლობა.

მოვითხოვ

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის, 1918-1921 და 1921-1934 წლების, ემიგრაციული მთავრობის სამართალმემკვიდრე მთავრობის, მსოფლიოში მცხოვრებ იბერთა, კოლხთა, ანუ სრულიად ქართველთა ეროვნული მოძრაობა „იბერია“-ს მიერ, საერთაშორისო სამართლებრივი გზით, მოლაპარაკების მაგიდასთან მოთხოვნილ იქნას:

  1. 1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია და ანექსია;
  2. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირებული და ანექსირებული კონსტიტუციური ტერიტორიები;
  3. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის, დე-იურედ ცნობა და აღიარება 30 ქვეყნის მიერ: ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, იაპონია, საფრანგეთი, ესპანეთი, საბერძნეთი, ლუქსემბურგი, პოლონეთი, ავსტრია, რუსეთი, თურქეთი, ნიდერლანდები, ნორვეგია, ფინეთი, ჩეხოსლოვაკია, აზერბაიჯანი, სომხეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ბელგია, რუმინეთი, ირანი, მექსიკა, არგენტინა, პანამა, ჰაიტი, ლიბერია, ტაილანდი;

მოვითხოვ

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1918-1921 და 1921-1934 წლების ემიგრაციული მთავრობის სამართალმემკვიდრე მთავრობის, მსოფლიოში მცხოვრებ იბერთა, კოლხთა, ანუ სრულიად ქართველთა ეროვნული მოძრაობა „იბერია“-მ მოახდინოს ჩემი თვითგამორკვევა, რათა დავიბრუნო და გავხდე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე.

Start typing and press Enter to search

Shopping Cart